„არა რუსულ კანონს!“ საპროტესტო აქცია ახალგაზრდებმა ხვალ პარლამენტთან 7 საათზე დააანონსეს. აქციის მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა კანონს არ გაიწვევს.
„ხვალ ისევ აქ ვიკრიბებით 7 საათზე და განვაგრძობთ ბრძოლას. სტუდენტებო გამოდით, ლექტორებო გამოდით, ყველა გამოდით გარეთ, ეს ქვეყანა ჩვენია“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, როემლმაც შეკრებილებს ხვალინდელი აქციის ანონსი გააცნო.
„ჩვენ, ყველა ერთად, ვინც ვიაზრებთ, რომ აქ დგომით ჩვენ ვიბრძვით საქართველოს კეთილდღეობისთვის, ვართ ისტორიის სწორ მხარეს….
თუ არ გაიწვევს ამ მახინჯ კანონს [მთავრობა], ჩვენ აქ ვიქნებით ყოველ დღე, ჩვენი ბრძოლა გრძალდება მანამ, სანამ რუსლი გავლენა ამ ქვეყანაში აღარ აირსებებს“,- თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
ამჟამად საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება.