ხვალ კორონავირუსის ვაქცინით პაატა იმნაძე ღია ეთერში აიცრება

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ხვალ პაატა იმნაძე, 09:00 საათზე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში.

„ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება.”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველო COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია  82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.