ხვალ მოქალაქეები ბათუმიდან თბილისში ჩამოვლენ და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდებიან

პუბლიკა

ხვალ, 1 მაისს მოქალაქეები ბათუმიდან თბილისში ჩამოვლენ და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადეს.

მათი თქმით, ხვალ შეიკრიბებიან 12 საათზე ევროპის მოედანზე და კოლონით წამოვლენ თბილისში, გზად კი შეუერთდებიან თანამოაზრეები გურიიდან და ქუთაისიდან.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა საქართვლოს კურისს ცვლილება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდსა იყოს ის საჯარო მოხელე, მასწავლებელი, ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი თუ ლიდერი, ვალდებულია ჩვენი წინაპრების, ჩვენი შვილების სახელით იყოს ხვალ თბილისში რათა ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ უფლება შეცვალოს კონსტიტუციური წყობილება და ჩვენი წინაპრების ოცნებას უთხრას უარი.

შესაბამისად ვისაც აქვს სურვილი წამოსვლის თვითორგანიზებით მივდივართ თბილისში რათა ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ მისი მიზანი ვერ შესრულდება“,- განაცხადეს აქტივისტებმა.

დღეს პარლამენტთან გამართული აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.