ხვალ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები იმართება. ასლან ბჟანიამ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა. ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.
თავდაპირველად, პროტესტის ფონზე მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევდნენ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობებში შეიჭრნენ.
18 ნოემბერს დაიწყო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა, ადგილობრივმა ოპოზიციამ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.