საქართველოს პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომა და პლენარული სხდომა ჩაინიშნა.
ბიუროს სხდომაზე უნდა განისაზღვროს პლენარული სხდომის დღის წესრიგი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ რუსული კანონპროექტის კენჭისყრა და მეორე მოსმენით ჩაგდება.
პარლამენტის აპარატის ცნობით, იმოქმედებს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
მათივე ცნობით, სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პლენარული სხდომის მოწვევა და კანონპროექტის ოფიციალურად ჩაგდებაა.
დღეს დილით პარლამენტის აპარატმა განაცხადა, რომ ამ კვირაში პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.