ხვალ პარლამენტში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მოუსმენენ

პუბლიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, თანხმობა განაცხადეს, მონაწილეობა მიიღონ ღია ფორმატის შეხვედრაში და ისაუბრონ პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე.

მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა 2019 წლის 30 ოქტომბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

შეხვედრის ინიციატორები დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი იყვნენ. დეპუტატებმა შეხვედრაში მონაწილეობა კონსორციუმთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსაც შესთავაზეს.  მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ ფორმატში შეხვედრის აუცილობლობას ვერ ხედავს.