ხვალ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის  კანდიდატს წარადგენს

პუბლიკა

ხვალ, 20 ივლისს „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის  კანდიდატს წარადგენს.

წარდგენა 20:00 საათზე მთაწმინდის პარკში „ფუნიკულიორის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილსის მერიაში დაუდასტურეს.