ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 17% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას - NDI

პუბლიკა

„მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია“, – ამის შესახებ NDI-ის ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ყველა რესპონდენტისადმი დასმულ შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 17% პასუხობს „ქართულ ოცნებას“, 5% პასუხობს „ენმ“-ს, მოსახლეობის 9 %-მა უპასუხა „არც ერთ პარტიას“. ამავე შეკითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა მოსახლეობის 40 %-მა, ხოლო „უარი პასუხზე“ მოსახლეობის 24 %-მა აღნიშნა.
ასევე შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ისინი, ვინც აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას (73%) „არ ვიცის“ პასუხობს 19 %. ამ შეკითხვისგან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე მოსახლეობის 24 %. მოსახლეობის 21 % პასუხობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. არცერთ პარტიას არ ასახელებს მოსახლეობის 5 %. „ენმ“-ს პასუხობს 4 %, ხოლო მოსახლეობის 6 % პასუხობს „სხვას“.
ისინი, ვინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვეტილი აქვთ თუ ვის მისცემენ ხმას (32%), შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, „არ ვიცის“ პასუხობენ მოსახლეობის 8%. უარს ამბობს პასუხზე 33%. „ქართულ ოცნებას“ პასუხობს 41 %. მოსახლეობის 3% პასუხობს, რომ „არც ერთს“.  „ენმ“-ს პასუხობს მოსახლეობის 8%, ხოლო 9%-ს პასუხობს – “სხვას“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. მათივე თქმით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.


აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.