ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ მხარს 20% დაუჭერდა – NDI

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 20% ამბობს, რომ  – „ქართულ ოცნებას“, უარი პასუხზე დააფიქსირა 14%-მა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მისცემდა 13%.

ამასთან, მოსახლეობის 34% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პარტიებიდან არც ერთი არ ასახავს მის შეხედულებებს.


აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.