ხვალ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება.

„სინოფარმის“ მეორე დოზის ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს. ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას „სინოფარმის“ მეორე დოზაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

სტრატეგიული რჩევების ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) ექსპერტების შეფასების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას ჩინური ვაქცინის – „სინოფარმის“ გამოყენებაზე. ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, მათ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, „სინოფარმის“ ვაქცინას, რომელსაც პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს, საგანგებო გამოყენების ნებართვა მიეცეს 18+ ასაკის ადამიანებში.