აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი წერს, რომ ხვალ თბილისში ბრუნდება. ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურაშია დაბარებული დასაკითხად.
„თბილისო ჩამოვდივარ შენს სანახავად. ხვალ 17:50 ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები. საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვარ დასაკითხად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ შემექმნება რაიმე სახის დაბრკოლება“, – წერს Facebook გვერდზე აფგან მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფაგან მუხთარლის მხარამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზრებაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ ის გერმანიაში გაემგზარვრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.