ხვალიდან ამ შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ - უგულავა „ქართულ ოცნებას"

პუბლიკა

“ხვალიდან ამ შენობაში თქვენ მუშაობას ვერ გააგრძელებთ, – მიმართა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – არცერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამ შენობაში ვერ შევა, ვერცერთი კარიდან, ვერც გვირაბიდან”.

„არ იქნება პარლამენტი საკმარისი? – შემდეგი კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა რაიონული ცენტრები იქნება – არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი სახელმწიფო შენობაში“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მანამდე, პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემაც ისაუბრა.

შსს-მ დღეს განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.