ხვალიდან ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოს გადაწყვეტილებით,  ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში,  ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთში.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.