ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში - ჩიქოვანი

პუბლიკა

პრემიერ -მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

„პასუხუსმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით”, – თქვა ირაკლი ჩოქოვანმა.

ასევემ ბრიფინგზე ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხვალ, 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუსი ავტომობილებით გადაადგილება.