ხვალიდან სეუში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ იქნება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალიდან, 18 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (წინანდლის N9) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება.

უწყების განცხადებით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის”, „სინოვაკისა” და „სინოფარმის” ვაქცინებით.

მათივე თქმით, აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

ვაქცინაციის ცენტრი ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.