ხვალიდან „სითი მოლში“ მოსულ ყველა მომხმარებელს გავუზომავ სიცხეს - რობოტი „პეპერი“

პუბლიკა

საფრანგეთიდან ჩამოყვანილი რობოტი „პეპერი“, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ივნისში წარადგინა, „სითი მოლში“ მისულ ყველა მომხმარებელს დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ „სითი მოლის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდი აქვეყნებს.

„ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები – გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას სითი მოლის შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე) შევხვდებით სითი მოლში“, – წერს „სითი მოლი“.

გამარჯობა, მე მქვია პეპერი Pepper • პეპერი,
ვარ მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი. საქართველოში მე იაპონიიდან კომპანია…

Posted by City Mall • სითი მოლი on Wednesday, December 23, 2020