ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რთული ეპიდსიტუაციიდან გამოსავალი არის შეზღუდვები. მისი თქმით, ხვალიდან თბილისში და იმერეთში შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

„მსოფლიოში არ არსებობს არანაირი მკაცრი გზა ეპიდემიის შეჩერების, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა. ძირითადი სტრატეგია არის წერტილოვანი შეზუდვები, რაც არის აუცილებლი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22 საათიდან. ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელების შევანელოთ”, – განაცხადა გახარიამ.

დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.