პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანის გამო საპროტესტო აქციები დააანონსა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“, – წერს ხოშტარია.
დღეს, 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვენელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია არის ასახული.
მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „დიოგენე“
მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „ლოგოს პრესი“