ხვალინდელ აქციაზე მომუშავე მედიისთვის სამართალდამცველები იქნებიან გამოყოფილნი - შსს

პუბლიკა

ხვალ, 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ კონტრაქციაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის სამართალდამცველები იქნებიან გამოყოფილნი, რომლებიც მათთან ერთად გადაადგილდებიან და დაიცავენ უსაფრთხოებას. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

„როგორც შარშან, წელსაც გამოყოფილნი იქნებიან სამართალდამცველები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებთან ერთად გადაადგილდებიან და მაქსიმალურად დაიცავენ მათ უსაფრთხოებას. მუშაობაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობენ, თუმცა თხოვნაა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილოთ მათ მითითებებს“, – განაცხადეს შსს-ში.

2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ.