საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს: დიდნაურის ნაქალაქარსა და ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია განესაზღვრა.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უძრავი ძეგლები მათი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული უძრავი ძეგლი;
ბ) ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ძეგლი;
ხვამლის ციხე-ქვაბული ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის კირქვული მასივისგან შედგება. ზღვის დონიდან 2002 მეტრის სიმაღლეზეა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეთკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.