ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს მომავალი ევროპაშია

პუბლიკა

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ხვიჩა კვარაცხელია წერს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მოქალაქეებმა აქცია დააანონსეს და პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა აქციაზე გაიგეს კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შესახებ. მოქალაქეების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება.