კვარაცხელიას ჯილდოს 10 სექტემბერს დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, ნაპოლი-სპეციას შეხვედრის წინ გადასცემენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო მხარდამჭერთა გამოკითხვაში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ: პაულო დიბალა (რომა), ტეუნ კუპმაინერსი (ატლანტა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი).
თვის 5 საუკეთესო ფეხბურთელი Stats Perform-ის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეირჩა.
„ვულოცავთ ნაპოლის, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში შემოიყვანა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავიდანვე დიდი გავლენა მოახდინა ლიგაზე: სამი გოლი და საგოლე გადაცემა მხოლოდ პირველ ოთხ თამაშში მის შედეგებზე, ნიჭზე, ტექნიკასა და გამბედაობაზე მეტყველებს“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.