„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” — რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.
შეკრებილია ასობით ადამიანი.
ხვალ, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლებას რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოყავს. მათ სურთ, აჩვენონ, რომ რუსულ კანონს მხარდამჭერები ყავს. მიმდინარეობს მზადება. პარლამენტის წინ უკვე ააწყვეს სცენა.
ამიტომაც, პროდასავლური აქცია დღეს რესპუბლიკის მოედანზე დაიგეგმა. თუმცა, იგეგმება მსვლელობა პარლამენტამდე. ის სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 09:30-დან უნდა დაიწყოს.