კიდევ 1 ადამიანი დავაკავეთ 29 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული კ. ქ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული, “- ამბობენ შსს-ში.