პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ აქციაზე დაკავებული კიდევ 8 პირის წინასასამართლო სხდომის თარიღი გადადო.
ესენი არიან: ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, წინასასამართლო სხდომის თარიღი საორიენტაციოდ 6 მარტისთვის ჩაინიშნა.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობის გადასინჯვას, ამ მიზნით სხდომა 11 იანვარს, 10 საათზე ჩატარდება.
დაკავებულებებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო 11 ბრალდებულის გაერთიანებულ საქმეზეც, ესენი არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.