კიდევ ერთი თვე ამ დინამიკით თუ ვიარეთ, შესაძლოა დიდ პიკში არც შევიდეთ - გამყრელიძე

პუბლიკა

„ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების დინამიკა არის მსუბუქი“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„პირველი შემთხვევიდან ოთხი კვირა დამთავრდა. მეხუთე, მეექვსე კვირაა საფრთხილო, მეშვიდე, მერვე განსაკუთრებით“, – ამბობს ის.

მისი აზრით,  „კიდევ ერთი თვე ამ დინამიკით თუ ვიარეთ, როგორც პირველი შემთხვევიდან აქამდე, შესაძლოა დიდ პიკში არც შევიდეთ”.

კორონავირუსის გავრცელების სურათი საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 85
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14
  • კარანტინის რეჟიმში – 4534
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276