„კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ჩვენს წინაშე ივანიშვილის რეჟიმი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პრემიერის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის, რაც საზოგადოებამ გუშინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში ნახა და საზოგადოების აღშფოთება გამიწვია, ეს იყო არა მარტო ამ რეჟიმის სახე. ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი, სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა, ღარიბაშვილი, განიხილავენ, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას. პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას, არ აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს მტერთან ერთად, არა! ეს არის ის ვითარება, რაც მათთვის არის ხელსაყრელი. გუშინ იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ საზოგადოებას ოპონენტების უძალობა აჩვენონ პარლამენტში, რადგან ზღვრიდან გასული არიან ნებისმიერი, თუნდაც მწვავე ინსტიტუტის დისკუსიის ფარგლებში“, – განაცხადა ბოკერიამ.
როგორც მან აღნიშნა, ახლა ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილება და ახალი არჩევნების დანიშვნა.