„რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს“, – ამის შესახებ პარლამენტში ვიზიტისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს სურვილი, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან. ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემულ გიორგი სავანელისგან. მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების.
რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის ჩემი „ქართული ოცნებისადმი“ კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას ხელს მე ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას, მათთვის ჩემი კარი ღიაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
იგივე აზრი თეა წულუკიანმა 19 მარტს, შალვა რამიშვილთან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში გამოთქვა.