„კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში“, - ბრეგაძე

პუბლიკა

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის. კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია,რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში,რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ !!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი !!!“ – წერს ბრეგაძე.


გლდანის ოლქში კენჭს იყრიან „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობიაშვილი;
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“/„ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი“;
გიგლა მიქაუტაძე – „ლელო საქართველოსთვის“;
ლაშა გიორგაძე – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“;
მერაბ ჭიქაშვილი – „პატრიოტთა ალიანსი“.