„კიევი, ჩვენი შესანიშნავი, მშვიდობიანი ქალაქი, კიდევ ერთ ღამეს გადაურჩა რუსეთის სახმელეთო ჯარების, რაკეტების თავდასხმას“, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება twitter-ზე წერს.
„კიევი, ჩვენი შესანიშნავი, მშვიდობიანი ქალაქი, კიდევ ერთი ღამე გადაურჩა რუსეთის სახმელეთო ჯარების, რაკეტების თავდასხმას. ერთ-ერთი მათგანი კიევში საცხოვრებელ ბინას შეეჯახა.
მე ვთხოვ მსოფლიოს: რუსეთის სრული იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, რუსეთის ეკონომიკის დანგრევას. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ტელეგრამის არხებზე და Twitter-ზე ვრცელდება საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი კიევის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.
Another video of the shelling pic.twitter.com/vt2ZqL8jcP
— NEXTA (@nexta_tv) February 26, 2022