კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება - კლიჩკო

პუბლიკა

რუსეთის მორიგი ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევის შედეგად კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ დღეს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების კუთხით რთული მდგომარეობაა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში.

ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღსადგენად.

„უკვე აღდგენილია წყლის მიწოდება ქალაქის მარცხენა სანაპიროზე. მარჯვნივ ვგეგმავთ მის აღდგენას დღის მეორე ნახევარში. დედაქალაქის 70% კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა. ენერგეტიკის მუშაკები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის რაც შეიძლება მალე დააბრუნონ, “- წერს კიევის მერი.