უკრაინამ კიევის მთელი რეგიონი გაათავისუფლა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი წერს.
“ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და მთელი კიევის რეგიონი – გათავისუფლებულია დამპყრობლისგან“, – წერს მალიარი.
ბოლო დღეების განმავლობაში კიევის რეგიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც რუსებმა სწრაფად დაიხიეს უკან. სამხედრო ექპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამიერიდან ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზე კონცენტრირდება.