კიევის სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლება გაუქმდება - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კიევის სკოლებში აღარ მოხდება რუსულ ენაზე და რუსული ენის სწავლება. ამის შესახებ კიევის მუნიციპალიტეტის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის საპასუხო წერილშია ნათქვამი, რომელიც ახალგაზრდულ კლუბ „ჯურას“ მისწერეს. წერილის ფოტოს პოლიტიკის მეცნიერი და ბლოგერი ანდრი სმოლი ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ კლუბმა მოითხოვა რუსულენოვანი კლასები, რის შესახებაც განათლების დეპარტამენტიდან მიიღო წერილი, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან კიევის სკოლებში რუსულენოვანი სწავლება, ასევე რუსული ენისა და ლიტერატურის კლასები ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლიტერატურის კურიკულუმში დატოვებენ მხოლოდ იმ რუსულენოვან ავტორებს, რომლებიც უკრაინაში დაიბადა ან მათი შემოქმედება უკრაინასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დარჩება გოგოლისა და ბულგაკოვის ნაწარმოებები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულენოვანი კლასები გაუქმდება ლვივის ოლქშიც.