უკრაინული მედია იტყობინება, რომ კიევში აფეთქებები დაიწყო. პარალელურად მედია და ოფიციალური პირები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თავშესაფრებს შეაფარონ თავი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ღამის განმავლობაში ახალი მასიური შეტევა დაიწყოს კიევის მიმართულებით.
ცოტა ხნის წინ დაიბომბა ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო კიევში.
რადას დეპუტატი ლესია ვასილენკო ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ყველა ძალის გამოყენებას აპირებს.
„უახლოეს 30-60 წუთში კიევზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდება. რუსეთი ყველაფერს გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. მთავარი სამიზნე ბესარაბკას ბაზარია”, – წერს ვასილენკო.
In 30-60 mins #Kyiv will be under attack never seen before.#Russia will hit us with all they have. Main Bessarabka market is a target. All parliamentary chats are exploding
— Lesia Vasylenko (@lesiavasylenko) February 26, 2022
კიდევ ერთი დეპუტატი ირინა გერაშენკო ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს თავშესაფრებიდან და სახლებიდან არ გამოვიდნენ, რადგან „უახლოეს ნახევარ საათში ფაშისტური რეჟიმი კიევს სრული ძალით დაესხმება“.