კიევში დარნიცკის რაიონში აფეთქებები მოხდა

პუბლიკა

უკრაინული მედიის ცნობით, დილით კიევში დარნიცკის რაიონში აფეთქებები მოხდა. აფეთქების შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც დასტურებს.

„მეგობრები! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება.“ – წერს კლიჩკო.

კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილება.

უკრაინული მედიის ცნობით,  ვრცელდება ინფორმაცია ლვოვში მომხდარი აფეთქებების შესახებ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ.