კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია

პუბლიკა

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს – 31 ივლისს რუსული თავდასხმის შედეგად დარუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დაღუპულებს შორის 5 ბავშვია.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია 31 ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ხუთი ბავშვის. ყველაზე პატარა მხოლოდ ორი წლის იყო“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი განცხადებით დაშავდა 159 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვია. ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციებია საჭირო. ზელენსკის განცხადებით, რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს კრემლი სანქციების ეფექტიანობას, ისინი მუშაობს და სამიზნე უნდა იყოს ყველაფერი, რაც რუსეთს ასეთი დარტყმების გაგრძელების საშუალებას აძლევს.