კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიკეთში ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.