საერთაშიროსო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.
Reuters წერს, რომ სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ეჭვი შეაქვს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომ თითქოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოჯანმრთელდა.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იმავე ინფორმაციას ავრცელებენ გამოცემები CNN და Bloomberg. გამოცემები წერენ, რომ ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინს ოპერაცია 12 აპრილს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily NK ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები საერთაშორისო მედიასთან ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მათ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. Reuters კი წერს, რომ უწყებამ კომენტარი არ გააკეთა კიმ ჩენ ინის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.
„კიმ ჩენ ინი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და ქვეყნის ბირთვული არსენალის მეთაური. გარკვეული არ არის, ვინ არის მისი მემკვიდრე და ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა შეიძლება იქცეს საერთაშორისო მასშტაბის დიდ რისკად“, – წერს Reuters.