კინემატოგრაფისტთა ნაწილი სოლიდარობას უცხადებს ლევან აკინსა და შემოქმედებით ჯგუფს

პუბლიკა

კინემატოგრაფისტები სოლიდარობას უცხადებენ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს.

„დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველჰყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება. სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატები გახდნენ. დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო“, – წერია განცხადებაში

ხელს აწერენ:

ციაკო აბესაძე
მედიკო ბაქრაძე
უტა ბერია
თორნიკე ბზიავა
ანუნა ბუკია
სოსო ბლიაძე
ქეთი გალდავაძე
თამთა გაბრიჩიძე
პაატა გოძიაშვილი
თორნიკე გოგრიჭიანი
თამარ გურჩიანი
თინათინ გურჩიანი
ხათო გოგუა
გოგა დევდარიანი
ნინო დევდარიანი
მინდია ესაძე
ნანა ექვთიმიშვილი
გიორგი ვარსიმაშვილი
სალომე ზაქარაია
მარგო ზუბაშვილი
თეა თელია
თამარ თვარაძე
ვლადიმერ კაჭარავა
ნინო კასრაძე
ნინო კირთაძე
გიორგი კვაჭაძე
დეა კულუმბეგაშვილი
ნინო კუხალაშვილი
ლევან კუხიანიძე
ზამზა (შოთა იმნაძე)
ქეთი მაჭავარიანი
თეკლა მაჭავარიანი
კახა მაჭარაშვილი
ნუცა-ალექსი მესხიშვილი
ლელი მიმინოშვილი
ედმონდ მინაშვილი
მერაბ ნინიძე
ანკა ნიჟარაძე
ნინო ორჯონიკიძე
ირინე ჟორდანია
თამარ ტატიშვილი
ნინო ქორიძე
ლანა ღოღობერიძე
თამარ შავგულიძე
გიორგი შველიძე
ია შუღლიაშვილი
ნინო ჩიჩუა
ნოშრე ჩხაიძე
დიტო ცინცაძე
ანა ძიაპშიპა
გიორგი წილოსანი
ნუცა წიქარიძე
რუსუდან ჭყონია
მაკო ჭილაშვილი
ზაზა ხალვაში
ბასა ხარაზი
მარიამ ხაჭვანი
სალომე ჯაში
ნანა ჯანელიძე
ვახო ჯაჯანიძე
დიმა მამულია
ნატალია ჯუღელი
ივა ფეზუაშვილი
გეგა ხმალაძე
ტატო კოტეტიშვილი