King David-ის კომპლექსთან კლდიდან ხე მოწყდა და გზა ჩახერგა

პუბლიკა

თბილისში, მრავალფუნქციურ კომპლექს King David-თან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელ გზაზე კლდიდან ხე მოწყდა და გზა ჩაიხერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „პუბლიკას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა მალე სრულად აღდგება. მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილი შემოწმდა და საფრთხეს არ წარმოადგენს.