კინოცენტრის მიერ გამოცხადებული მრავალსერიიანი (3-5 ეპიზოდი) ფილმის კონკურსი დასრულდა.
კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდება შემდეგი მინისერიალები:
- „ის ბიჭები” – პროდიუსერი: გელა ბაბლუანი – შპს ,,პროდაქშენი 13“, რეჟ./სცენ. გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი – 1 000 000 ლარი; მედიამხარდამჭერია „კავეა“ (იხ. თრეილერი)
- „სოხუმი“ – პროდიუსერი: გიორგი ბარაბაძე – შპს ,,შვიდკაცა +“, რეჟ./სცენ. გიორგი ბარაბაძე – 994 566 ლარი; მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი
- „საშობაო კაკლუჭები“ – პროდიუსერი: კონსტანტინე ესაძე – შპს ,,სტუდია +1“, სცენ. აკა მორჩილაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, რეჟ. ლევან თუთბერიძე – 987 832.8 ლარი. მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გათვალისწინებული იყო, რომ საკონკურსო პროექტები უნდა ყოფილიყო შემდეგ თემებზე:
- საქართველოს უახლესი ისტორია (XX-XXI საუკუნე)
- ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია
- ქართული სპორტის ისტორია
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი სცენარის შექმნას გულისმობდა და მის დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო მაქსიმუმ, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
მეორე ეტაპზე, ფილმის წარმოების მიზნით დაფინანსდებოდა პროექტ(ებ)ი მინიმუმ, 500 000 (ხუთასი ათასი) და მაქსიმუმ, 1 000 000 (მილიონი) ლარით.