კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ავრცელებს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო ანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის მფლობელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი.

საშა რეხვიაშვილი ავტორია ფილმებისა: „ნუცა“, „საფეხური“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „გზა შინისაკენ“, „მიახლოება“ და სხვა.

გარდა რეჟისორობისა, საშა რეხვიაშვილი დამდგმელი ოპერატორი იყო ისეთი ფილმების, როგორიცაა: „ალავერდობა“, „მიქელა“, „ფიროსმანი“, „ძაღლი“, „რამაზ ჩხიკვაძე“.