„შემიძლია, თავს უფლება მივცე, მოგიწოდოთ – აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა“ - ღოღობერიძე

პუბლიკა

92 წლის კონორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა.

აცრის შემდეგ ღოღობერიძემ ყველას მოუწოდა, გაიკეთონ ვაქცინა.

„ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა მართლა შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ მოგიწოდოთ – აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ; თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ჩვენი ახლობლები; თუ გვინდა, რომ უბრალოდ კარგად ვიყოთ.

საფრთხე იცით, როგორ არის. ქუჩაში რომ გადიხართ, შეიძლება, აგური დაგეცეთ თავში, მაგრამ ეს მილიონში ერთი შემთხვევაა და ის ერთი შემთხვევაა სწორედ ეს უბედურება, რომელიც მოხდა ჩვენთან.

მარტო პირადად შენთვის კი არაა საჭირო, შენი ქვეყნისთვისაა. ეს არის სოლიდარულობის გამოხატულება სხვების მიმართ და ეს ყველაზე მაღალი გრძნობაა, რომელიც შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს“, – თქვა რეჟისორმა.