კინოთეატრ „ამირანში" "უკრაინის დღეები" იწყება

პუბლიკა

5-8 მარტს, კინოთეატრი „ამირანი“, ქართველი კინომწარმოებლები და რეჟისორები წარმოგიდგენთ „უკრაინის დღეებს“.

4 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 10 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ.

„უკრაინის დღეების“ მთავარი გზავნილია – სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ხოლო ღონისძიების ფარგლებში, Ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

„უკრაინის დღეების“ ფარგლებში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

„ცუდი გზები”, „სახლისკენ”, „გამოკვეთილი ნიშნების გარეშე”, „ალისა ომის სამყაროში”, „ყველაფერი ცეცხლში”, „ვართა 1″, „ბედნიერი წლები”, „ძაღლების შორეული ყეფა”.

როგორც კინოთეატრის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, მაყურებელი შეიტყობს ყველაფერს მაიდნის რევოლუციის, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და თავის წვლილს შეიტანს გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„უკრაინის დღეების“ პროგრამის კურატორია უკრაინელი რეჟისორი, ტატიანა კონონენკო.