კინოთეატრების ნაწილი რუსეთში, ჰოლივუდური ფილმების ნაცვლად, საბჭოთა და ინდურ ფილმებს უჩვენებს

პუბლიკა

რუსული კინოთეატრების ქსელში შემავალმა ხუთმა უმსხვილესმა კინოთეატრმა გადაწყვიტა, არ გაზარდოს ბილეთების ფასი. მიზანი აუდიტორიის შენარჩუნებაა. ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს.

აღნიშნული კინოთეატრები, რომელთაც ბაზრის 30% უჭირავთ, ჰოლივუდური ფილმების ნაცვლად აჩვენებენ საბჭოთა, ინდურ და ლათინოამერიკულ, ასევე სამხრეთ კორეულ ფილმებს.

კინოთეატრების ერთ-ერთი ქსელის გენერალურმა დირექტორმა „ვედომოსტს“ უთხრა, რომ სანქციების გამო 80%-ით გაიზარდა კინოპროექტორების ნათურებისა და სხვადასხვა ნაწილის ფასი. გამოცემის ცნობით, გასულ კვირას სამხრეთ კორეული ჯგუფის BTS-ის კონცერტი ლიდერობდა სალაროებში ბილეთების გაყიდვის მხრივ.

Paramount, Disney, Sony, Warner Bros ყველა პრემიერა გააუქმა რუსეთში. რუსეთში არც „ბეტმენის“ პრემიერა არ გამართულა.