გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კირბალის მცხოვრები, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი დღეს საქონელს მწყემსავდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.