სანდრო კირვალიძე, რომელმაც რუსული კანონის აღსრულება უნდა უზრუნველყოს, 2015 წლის თებერვლიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი იყო.
საჯარო რეესტრის ვებგვერდის თანახმად, სანდრო კირვალიძე იყო გამგეობის წევრი ასოციაციისა „საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისათვის”, რომელიც 2015 წლის 24 თებერვალს დაფუძნდა.
სანდრო კირვალიძის გარდა, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან: ფახრად მუსაევი (თავმჯდომარე), ლეილა ჩავგალოვა, ჯამილა გაჯიევი, ომარი ბროლაძე, რაუფ გუსეინოვი და ისკანდარ მამედოვი.
სანდრო კირვალიძემ საჯარო რეესტრს მიმართა.
რუსული კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს დაამტკიცა, მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული.