აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი ამბობს, რომ ტრამპი მზად არის, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააორმაგოს.
The Post-ის თანახმად, მან იცის, რომ როგორც კიევს, ასევე მოსკოვს მოუწევთ დათმობებზე წასვლა ევროპის უდიდეს ქვეყანაში „ინდუსტრიული ტიპის მკვლელობების” დასასრულებლად.
კიტ კელოგის თქმით, რუსეთზე სანქციების აღსრულება 1-დან 10-მდე შკალით მხოლოდ 3-ია იმის გათვალისწინებით, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ეკონომიკური წნეხი. თავად აშშ-ს სანქციები, მაგალითად, როგორიც არის რუსეთის მომგებიან ენერგეტიკულ სექტორზე მიმართული სანქციები – ნომინალურად ორჯერ მაღალია, მაგრამ მათი გამკაცრების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
„და თუ ვინმეს ესმის ბერკეტები, ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. და თქვენ ეს შეგიძლიათ ნახოთ იმით, თუ რა გააკეთ ამან [სხვა საგარეო საკითხების მოგვარების კუთხით], – თქვა მან.
კელოგისვე განცხადებით, დონალდ ტრამპმა გასულ ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში მიიწვია მრჩევლებისა და ადმინისტრაციის წევრების სრული შემადგენლობა ეროვნულ უსაფრთხოებაზე სალაპარაკოდ, ჯეი დი ვანსიდან სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, სკოტ ბესენტის ჩათვლით, სადაც განიხილეს ეროვნული ძალის ყველა ელემენტი უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად.
კიტ კელოგის თქმით, უკრაინას დასჭირდება, შეინარჩუნოს სამხედრო ზეწოლა რუსეთზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.