„ეს ცხელი თემაა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 17 ეჭვმიტანილი დააკავა“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.