კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში საშიში ვითარებაა და ღამე იქნება რთული.
„კიევში ვითარება ახლა, გაზვიადების გარეშე, საშიშია. ეს ღამე, დილისკენ, ძალიან რთული იქნება“, – წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
ოფიციალური კიევი საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ იუწყება. მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლას ურჩევენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში ღამის განათებას გამორთავენ. ოფიციალური კიევი განმარტავს, რომ ეს გეგმური გამორთვაა, თავდაცვის მიზნით.
ოფიციალურმა სტრუქტურებმა კიევის მერის ინფორმაცია, დაბომბვის გამო კიევის თბოელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლაზე, არ დაადასტურეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებები თბოელექტროსადგურთან ახლოს მოხდა, თუმცა სადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
Центр стратегічних комунікацій та інформаційної безпеки інформує ✅
‼️Обережно, фейк: російська армія знищила ТЕЦ у Києві‼️
Насправді ТЕЦ-6 працює у звичайному режимі, підтвердили у Державній службі з надзвичайних ситуацій.
Раніше біля київської ТЕЦ сталося 5 вибухів.
— Defence of Ukraine (@DefenceU) February 25, 2022